ეკონომიკა

შატილისკენ მიმავალი გზის მშენებელი კომპანია დაჯარიმდა

შატილისჯენ გზის მშენებელი კომპანია დაჯარიმდა
20:04 05.08
დაკოპირებულია

კომპანია, რომელიც შატილისკენ მიმავალ გზას აშენებს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის შემადგენელ ერთ-ერთ მონაკვეთზე, კომპანიის ტექნიკა სარეაბილიტაციო ობიექტამდე დაცული ტერიტორიების გავლით მივიდა.

ფაქტის გამოვლენისთანავე, მშენებელი კომპანია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად დაჯარიმდა. სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწევს და რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს.

რეაბილიტაციის შემდეგ შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხო გახდება. არსებული გრუნტის გზა ვიწროა და მასზე მეწყრული პროცესები ხშირად ვითარდება. პროექტის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით კომფორტული გახდება.

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული...
32 წუთის წინ
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში კომუნიკაციების სექტორში გამკაცრებული რეგულაც...
34 წუთის წინ
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისში აზრებაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა. უწყების საზოგ...
49 წუთის წინ
„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთის მუნი...
52 წუთის წინ
შაქარაშვილის საქმის მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე: სასამართლოს ყველა კითხვას ვუპ...
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთი მთავარი მოწმის...
58 წუთის წინ
საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა...
საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვ...
14:39
თბილისში, იუსტიციის სახლთან კორონავირუსზ...
თბილისში, იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტესტირება დღეს, 20:00 საათზე დასრულდებ...
თავდაცვის ძალების ყველა ნაწილი უახლესი ს...
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფე...