ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს კომპენსაციის მიმღებ პირებზე ინფორმაციის მიწოდების დაჩქარებს სთხოვს

შენობის გარე ფასადი
18:24 21.05
დაკოპირებულია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაცია.

საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები, რის საფუძველზეც გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე. კერძოდ, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს: დაქირავებულს, მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვე მაინც, იღებდა ხელფასს და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან.

როგორც შემოსავლების სამსახური განმარტავს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს იმ დაქირავებულს, რომელსაც 2020 წლის 1 ივნისამდე ნებისმიერი მიზეზით შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან და აკმაყოფილებს დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

დამსაქმებელი კომპანიების მიერ განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა - 20 რიცხვი გახანგრძლივდა მხოლოდ მაისის თვეში და ის განისაზღვრა 30 მაისის ჩათვლით.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ, უკვე გაეგზავნა 46 753 მეწარმე სუბიექტს. ამასთან, უწყების შესაბამის თანამშრომელთა სრული მობილიზების შედეგად, მიმდინარეობს პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაცია დაახლოებით 22 000 დამსაქმებელთან, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია, მაგრამ არ აქვთ წარმოდგენილი კომპენსაციის მიმღებ პირებზე შესაბამისი განცხადება ან წარმოდგენილი აქვთ აღნიშნული განცხადება არასრულყოფილად (უფრო ნაკლები რაოდენობის პირი ჰყავთ მითითებული, ვიდრე უკვე წარდგენილ დეკლარაციაშია ასახული).

კომპენსაციის მიღების წესის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უწყების ახალ პროგრამულ პორტალზე https://www.rs.ge/kompensacia რომელიც კომპენსაციის მიღებით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატელეფონო ცენტრს: 0322 299 299 ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით info@rs.ge. დასაქმებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების დაჩქარება დამსაქმებლებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც სთხოვა.

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კოვიდვირუსი 3134 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო...
19:32
გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევა სტალინის გამზირზე მოხდა. როგორ...
19:04
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 4 ივნისიდან 10 ივნისამდე, მცხეთის მუნიციპალ...
18:37
2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,...
18:36
ფშავი ომალოს გზაზე ოძრაობა მალე განახლდება თუშეთის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი...
თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას...
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თიბისი სესხების სამთვიან გადავადე...
გამოიმუშავა თუ არა ევროპამ კორონავირუსზე...
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს საგანგებო სიტუაციების განყოფილების...
გარდაბანში სოფელ აღთაკლიაში საგზაო სამუშ...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ აღთაკლიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენ...