ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურს ოზონდამშლელი ნივთიერებების ამომცნობი სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

ფინ. სამ-ოს შემოსავლების სამსახური
19:28 16.09
დაკოპირებულია

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროექტის „საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამა“ ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს შვიდი სპეციალური იდენტიფიკატორი გადაეცა, რომელსაც როგორც ოზონდამშლელი ნივთიერებების, ისე ნარევების იდენტიფიცირება შეუძლია. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია გარემოს უსაფრთხოების დაცვაა.

„სწორედ ამიტომ, ოზონდამშლელ ნივთიერებათა საბაჟოს გვერდის ავლით ან მალულად გადაადგილების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის საზღვარზე წარმატებით ხორციელდება რისკებზე დაფუძნებული კონტროლი სპეციალური იდენტიფიკატორების მეშვეობით. აღნიშნული, პორტატული აღჭურვილობა „თბილისის“, „ფოთისა“ და „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონებში გადანაწილდება, ხოლო 4 იდენტიფიკატორი „წითელი ხიდის“, „სადახლო საავტომობილოს“, „ყაზბეგისა“ და „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე განთავსდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია რომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, გატარდა საკანონმდებლო რეფორმები ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტისა და გამოყენების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამოქმედდა მაცივარაგენტების რეციკლირებისა და შესაბამისი მოწყობილობების მომსახურების ცენტრები, რომელთა აღჭურვა და მაცივარ-ტექნიკოსების, მებაჟე ოფიცრებისა და გარემოსდაცვითი ინსპექტორების გადამზადება ასევე UNDP-ის დახმარებით განხორციელდა. UNDP-ის მხარდაჭერისა და საქართველოს მიერ თანმიმდევრული პოლიტიკის გატარების შედეგად, ქვეყანამ საგრძნობლად შეამცირა ოზონდამშლელი ნივთიერების მოხმარება.

2013-2020 წლებში ამ ნივთიერებების წლიური მოხმარება 5.21 ტონიდან 2.4 ტონამდე შემცირდა, რის შედეგადაც საქართველომ წინასწარ დაგეგმილ მაჩვენებელზე, წლიურ 2.97 ტონაზე უკეთეს შედეგს მიაღწია. 2030 წლისთვის საქართველო შეძლებს, მთლიანად ამოიღოს მოხმარებიდან სახიფათო ოზონდამშლელი ნივთიერებები. გარდა ამისა, UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოში შეიქმნება ოზონდამშლელი ნივთიერებების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.

აღნიშნული თანამედროვე იდენტიფიკატორები, საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ხელს შეუწყობს სამართალდარღვევების აღკვეთა/გამოვლენას.

ღონისძიება ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსოფლიოს 194 ქვეყანაში 16 სექტემბერს აღინიშნება.

ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წელი

ლარი კიდევ 2.54 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3....
19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვები...
00:05
ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნო...
23:50 18.09
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს...
23:19 18.09
ისანში დევნილებმა გზა გადაკეტეს. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის მაცხოვრებლები საცხოვრებელი ფართების დაკან...
23:03 18.09
პოლიცია, შსს, ლენტი მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში
დღეს, 18 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურის წარმომა...
„მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნ...
დღეს, 18 სექტემბერს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატ...
21:01 18.09
ბათუმში შსს-ს თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის...
შსს-მ თიანეთში თვითმკვლელობის ცდამდე მიყ...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამ...