მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შრომის ინსპექციას ბიზნესსუბიექტებისთვის საქმიანობის შეჩერების უფლება მიენიჭა

ბიზნესის დახურვა

შრომის ინსპექციას კოვიდრეგულაციების დარღვევის მოტივით კომპანიებისთვის ბიზნესსაქმიანობის შეჩერებიას უფლებამოსილება მიენიჭა. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები 19 აგვისტოს შევიდა.

ბიზნესსუბიექტს ეკონომიკური საქმიანიობის გაგრძელება ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ან დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში შეეძლება.

სპეციალური დადგენილება #322 საგანგებო მდომარეობის დასრულებისთანავე 23 მაისს ამოქმედდა, ცვლილებები შევიდა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონშიც“. საკანომდებლო ცვლილებების თანახმად, მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე რეგიონის ჩაკეტვის, ეკონომიკური საქმიანობებისა და გადაადგილების შეზღუდვის უფლებამოსილება მიენიჭა. შეზღუდვები 15 ივლისამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა.

საგანგებო მდგომარეობის დასრულების მიუხედავად, დახურულ სივრცეში პირბადი ტარება კვლავ სავალდებულო რჩება, აკრძალულია ტაქსებში წინა სავარძელზე დაჯდომა. რეგულარული ავიარეისები 1-ლი ივლისიდან უნდა აღდგენილიყო, თარიღმა 3-ჯერ, 1-ელ ოქტომბრამდე გადაიწია. ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizzair-მა საქართველო გაურკვეველი ვადით დატოვა. აგრეთვე, აკრძალულია სპორტულ-კულტურული ღონისძიებები და აზარტული თამაშები.