მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: გლობალური კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს რეიტინგი ჩვენს სწორ გზას ასახავს

ეკონომიკის მინისტრი

„საქართველომ გლობალური კეთილდღეობის ინდექსში სარეიტინგო ქულა გაიუმჯობესა და ამით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. საქართველომ შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა “,  - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, კოვიდ-ვითარების მიუხედავად, ინდექსში საქართველოს კარგი პოზიცია აქვს. 2012 წლამდე საქართველო ყოველთვის 60-ეულს მიღმა იყო.

„რეიტინგს ეწოდება გლობალური კეთილდღეობის ინდექსი. ის ასახავს ჩვენს სწორ გზას, ძალისხმევას და სწრაფვას სიღარიბიდან კეთილდღეობამდე. საქართველო მიჩნეულია ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად, თუ როგორ შეიძლება წარსულში ღარიბმა ქვეყანამ თანამიმდევრული რეფორმების გატარების, ღია ეკონომიკის ჩამოყალიბების, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმების დამკვიდრების გზით ეტაპობრივად დაძლიოს სიღარიბე და მიაღწიოს კეთილდღეობას.

ვფიქრობ, ეს რეიტინგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც ზრდის ნდობას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.