მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ ანჯაფარიძე: ივნისის ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია აპრილ - მაისის მაჩვენებელთან შედარებით

ზაალ ანჯაფარიძე გამოცემა Eurasia Daily Monitor-ში წერს, რომ მმართველი პარტია მაქსიმუმს გააკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად

მავანთა ავი სურვილების მიუხედავად პროცესი დადებითი დინამიკით მიდის. ივნისის ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია აპრილი - მაისის მაჩვენებელთან შედარებით. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება.

ანალიტიკოსის თქმით, მავანთა ავი სურვილების მიუხედავად („რაც უარესი მით უკეთესი“) პროცესი მაინც დადებითი დინამიკით მიდის.

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„მაინც არ მეგონა თუ ჩემს ქვეყანაში მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ქართველობას იჩემებენ, ამ ქვეყნის გულმხურვალე მოქალაქეობაზე და პატრიოტობაზე დებენ თავს, და ამ დროს ქვეყნაში შექმნილი პრობლემები უხარიათ. ისეთი სიხარულის ჟივილ-ხივილი ატეხეს ივნისში ქვეყნის ეკონომიკის 7,7%-ით შემცირების გამო, რომ წარმოვიდგინე როგორ დაუგრძელდებოდათ ბრაზისგან სახეები 7,7% ზრდა რომ დაფიქსირებულიყო. ნაცტელევიზიების სამეული თუ ოთხეული თავის ზონდერ-ჟურნალისტებით, რა თქმა უნდა ამ პროცესის ავანგარდში იყო. მათ, რა თქმა უნდა „გამორჩათ“ ის „პატარა“, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ეკონომიკის ვარდნა აპრილ-მაისში 13,5 და 16,6%-ს შეადგენდა, რომ ამ თვის ვარდნის მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია, რაც იმის ინდიკატორია, რომ მავანთა ავი სურვილების მიუხედავად („რაც უარესი მით უკეთესი“) პროცესი მაინც დადებითი დინამიკით მიდის. დემოკრატია კი სხვა თავისუფლებებთან ერთად მაწაკობის თავისუფლებასაც გულიხმობს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.