მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 2.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვაშლია ექსპორტირებული

საქართველოდან ექსპორტირებლი 1.3 მლნ  აშშ დოლარის ღირებულების ვაშლი

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი აქტიურად მიმდინარეობს. 

2020 წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში ქვეყნიდან 4 709 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 11-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ინფორმაციისთვის, ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (4 550 ტონა); ქართული ვაშლი ასევე ექსპორტირებულია ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.