მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განვითარებას და აღორძინებას მალე ყველა იგრძნობს“ - ნათია თურნავა

საერთაშორისო ვიზიტორებისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნა გამოიწვევს როგორც ტურისტების რაოდენობის ზრდას, ასევე გაზრდილ შემოსავლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მარტი იყო შემობრუნების თვე.

„ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან დადებითი მოლოდინი, იმიტომ, რომ თუნდაც მარტის თვე იყო შემობრუნების თვე, რადგან პირველად დაფიქსირდა პოზიტიური დინამიკა ეკონომიკის განვითარებაში.

მე ვიცი, რომ როდესაც ციფრებზე ვსაუბრობთ, ზოგჯერ ეს გაღიზიანებას იწვევს მოსახლეობაში, იმიტომ, რომ ციფრი არაფერს ეუბნება, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ სულ მალე აი, ამ შემობრუნებას, განვითარებას და აღორძინებას ყველა იგრძნობს.

შემდეგ კვირაში ქვეყნდება აპრილის ეკონომიკური ზრდის შედეგები, მე გარწმუნებთ, ეს იქნება მართლაც გასაოცარი ნახტომი და ჩვენ ახლა ნახტომები გვჭირდება და არა ევოლუციური, ნელ-ნელა განვითარება“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.