ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალური ზრდა გვაქვს 7 თვეში, 1, 2 მილიარდი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი, დავაფინანსეთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და 75 მილიონი ევროს სესხი ამ სიტუაციაში ჩვენთვის არ იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

თავდაცვის მინისტრი SNGP-ის
საინფორმაციო შეხვედრაზე
სიტყვით გამოვიდა
1631911564
დაკოპირებულია

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკვე დაზუსტდა მონაცემები და 12,2% მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა არის მოკლე პერიოდში - 7 თვეში.

„1, 2 მილიარდი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. რა ბიუჯეტი დამხვდა, აღარ მოვყვები, აღარ შეგაწყენთ. ჯანდაცვას აკლდებოდა 600 მილიონი, საიდან უნდა მომეტანა ეს ფული, კაციშვილს პასუხი არ ჰქონდა. 1,2 მილიარდით გავზარდეთ ბიუჯეტი, აქედან დაახლოებით 200 მილიონით სოციალურად დაუცველ ბავშვებს გავუორმაგეთ დახმარება და ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დავაფინანსეთ, მათ შორის წამოვიწყეთ რეგიონების განახლების პროგრამა და ურბანული განახლების პროგრამები. ჩვენი ამოცანა იყო და არის საგარეო ვალის შემცირება. წინა წელს მთავრობამ აიღო 3 მილიარდი აშშ დოლარი. ეს ვისი გადასახდელია, ჩვენი, თქვენი, ჩვენი შვილების, ყველასი. საგარეო ვალის ნიშნული მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ავიდა 60%-ზე. ჩვენს სტრატეგიაში, მათ შორის ათწლიანი განვითარების გეგმაში გვიწერია, რომ აუცილებელია საგარეო ვალის შემცირება. ამ მიმართულებით დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა.

75 მილიონი ევრო ამ სიტუაციაში ჩვენთვის არ წარმოადგენდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას, ეს დახმარება კი არა, სესხი იყო. ნახეთ, რა აბსურდში ვცხოვრობთ, კატასტროფაა პირდაპირ. 3 დღე ვამტკიცებდით, რომ ეს იყო სესხი. ისინი უტიფრად იმეორებდნენ, რომ ეს არის დახმარება. არ არის დახმარება, ბატონებო, ეს არის სესხი. ბანკში რომ მიხვიდეთ და დაგადგეთ ბანკის ოფიცერი, აიღეთ სესხი და თქვენ არ გინდათ, ეს რას ნიშნავს, ძალადობა არ არის? თუ არ გჭირდებათ სესხი, რატომ უნდა აიღოთ? იგივე სიტუაცია იყო აბსოლუტურად. მით უმეტეს, იყო დიდი შეუთანხმებლობა. ჩვენ არ ვეთანხმებოდით იგივე მათ შეფასებას სასამართლო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ გადავდგით ძალიან ეფექტური ნაბიჯები. არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი და იდეალური, მაგრამ რა იყო სასამართლო 8 წლის წინ და რა არის დღეს, რეფორმების 4 ტალღის შემდეგ, რა თქმა უნდა, დიდი სხვაობაა. ჯერ ერთი, მიშელის დოკუმენტში ვადაც იყო განსაზღვრული - 2022 წლის გაზაფხული. ახლა არის 2021 წლის შემოდგომა და დაველოდოთ იქამდე. ჩვენ ვთქვით, რომ იმის მიუხედავად, რომ გავდივართ ხელშეკრულებიდან, ამ რეფორმების მიმართულებით ვართ ლოიალურნი, ერთგულნი და ვაგრძელებთ რეფორმებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.