მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედაში, 9 აპრილის ქუჩაზე მოსახლეობის მოთხოვნით სპორტული მინი მოედნის მშენებლობა დასრულდა

სტადიონი ქედაში

9 აპრილის ქუჩაზე, ეკომიგრანტთა მრავალბინიანი საცხოვრებლის ეზოში, მოსახლეობის მოთხოვნით სპორტული მინი მოედნის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი სპორტული მოედანი ქედის მერმა ლევან გორგილაძემ პირველ მოადგილესთან როლანდ ბერიძესთან და ადგილობრივ ბავშვებთან ერთად დაათვალიერა.

ადგილობრივებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნით ისარგებლონ. სტადიონის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 000 ლარი დაიხარჯა.

ასევე, მინი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ წონიარისშიც.

„სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქედის მერიის პრიორიტეტია და 7 წელია, რაც პროგრამულად ხორციელდება. მიმდინარე წელს დაგეგმილია კიდევ 3 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია“, - აღნიშნა როლანდ ბერიძემ.