მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

ლარის კურსი ახალი ფოტო

4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1022 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1048 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.26 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6780 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6919 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.39 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3672 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3214 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 აგვისტოდან შევა ძალაში.