მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5 პარტია საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა

5 პარტიის გაერთიანება

დღეს, 15 სექტემბერს 5 პარტია საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა. პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სახით მიიღებენ მონაწილეობას.

გაერთიანებული პარტიები:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • რესპუბლიკური პარტია
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  • მოძრაობა ჩვენ თვითონ
  • პროგრესი და თავისუფლება

„საზოგადოებას ამ თვეების განმავლობაში აინტერესებდა, ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია. არათუ დაიშალა, არამედ ძალა და რესურსი შეემატა, მათ შორის ინტელექტუალური. პირობას გაძლევთ, ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რათა საქართველომ დაიბრუნოს თავისუფლება განვითარების გზაზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარალემტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები მოდელით 120/30-ზე გაიმართება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30, ხოლო პროპორციული სიით 120 წევრი შევა.