არჩევნები 2020

ალექსანდრე მოწერელია: უნდა გავაძლიეროთ აბაშის აგროსამრეწველო კომპლექსი, ისე, რომ თითოეული აბაშელი იყოს მისი თანამონაწილე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  ალექსანდრე მოწერელია 
17:53 18.10
დაკოპირებულია

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარტიის თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება ჩემი გამოცდილება და ცოდნა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას მოვახმარო“, - ამ სიტყვებით წარსდგა აბაშაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ამომრჩეველთან.

როგორც მოწერელიამ წარდგენაზე აღნიშნა, აბაშაში ბევრი პრობლემური საკითხი მოგვარდა, თუმცა, მისივე თქმით, გასალახი კიდევ ბევრია. მოწერელია მოსახლეობას თანადგომას და წინაპრების დაწყებული საქმეების გაგრძელებას დაპირდა.

„აბაშა გამორჩეული მუნიციპალიტეტია ჩვენს ლამაზ მხარეში. პრემიერ-მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რაც უახლოეს 4 წელიწადში განხორციელდება აბაშაში. ჩვენ ყველამ ვნახეთ ამ წლებში როგორ გამშვენიერდა აბაშის ცენტრი განსაკუთრებით. ბევრი პრობლემა გადაილახა, თუმცა გადასალახი პრობლემები წინ გველოდება და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. აბაშა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის, ეს არის ჩვენი რეგიონის ბეღელი.

ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა უფროსმა თაობამ, ბევრი წარმომადგენელი ამ უფროსი თაობისა დღეს აქ იმყოფება, მათ მიაღწიეს უდიდეს გამარჯვებას და კოლხეთის დაბლობის დაჭაობებული და მალარიით დამძიმებული სურათი სრულად შეცვალეს. მათ შეძლეს ცნობილი ენჯელის მასივის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბრუნვაში მოქცევა. სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენმა წინაპრებმა დიდი შრომა გაწიეს და მე, რა თქმა უნდა, მეამაყება ის, რომ პაპაჩემი ალექსანდრე მოწერელია, რომლის სახელსაც მე ვატარებ, იყო ამ დიდი შრომის თანამონაწილე და მას დიდი წვლილი მიუძღვის. მისი სახელის ტარება ჩემთვის ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამდენად, მომავალი 4 წლის განმავლობაში წინაპრების დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ, უნდა გავაძლიეროთ აბაშის აგროსამრეწველო კომპლექსი, ისე, რომ თითოეული აბაშელი იყოს მისი თანამონაწილე და თითოეულმა აბაშელმა იგრძნოს თავის თავზე.

აბაშაში დღეს ფუნქციონირებს ძალიან წარმატებული კოოპერატივი, რომელმაც შეძლო ხორბლის კულტივირება აბაშაში და ჩვენ ყველანი ამის მოწმენი ვართ. სწორედ აბაშიდან დაიწყება სამეგრელოს კიდევ უფრო აგრარული გაძლიერება. აქ ჩამოყალიბდება ყველაზე დიდი ფერმერული მეურნეობები. „ქართული ოცნება" იქნება სწორედ ამ რეფორმების, ამ დახმარების წინა ხაზზე. გადმოცემის თანახმად, ადრეულ შუა საუკუნეებში სწორედ შემოსეულმა მტერმა აბაშიდან დაიწყო უკან დახევა. ეს არის ჩვენი გამარჯვების ადგილი და ერთად აბაშის, სამეგრელოს, ჩვენი მხარისა და საქართველოს წარმატებისათვის“, - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
25 ოქტომბერს, ღამის 23:00სთ-დან 26 ოქტომბრის დილის 07:00 სთ-მდე გლდანის რაიონში, ხერგიანის ქუჩაზე ჯო...
52 წუთის წინ
ზუგდიდში ეზოების კეთილმწოყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშოების მიმდინარეობას თამარ მეფის ქუჩაზე...
54 წუთის წინ
ასპინძაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 87 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადე...
59 წუთის წინ
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი საპ...
17:11
ცესკო აგრძელებს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას დაგვიკავშირდით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე! -...
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარუ...
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian ავ...
თენგიზ ზენაიშვილი: ეს სახლი არის ჩემი პი...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკი...
ვახტანგ გომელაური ზუგდიდში იმყოფება
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური...