არჩევნები 2020

ანრი ოხანაშვილი: მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის და კულტურის მაჩვენებელია ის, როდესაც პარტიებს ასეთ ინიციატივას სთავაზობ

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე
17:42 14.09
დაკოპირებულია

„ნებისმიერ საკითხს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეული ტიპის დარღვევებს, საჭიროებდეს რეაგირებას და ა.შ. კონკრეტული უწყების მხრიდან, აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა ინიციატივა, რომ „ქცევის კოდექსთან“ დაკავშირებით გაფორმებულიყო მემორანდუმი.

„ეს არის მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის და მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი, როდესაც ასეთ ინიციატივას სთავაზობ პარტიებს და ჯგუფებს, რათა შეუერთდნენ ამ მემორანდუმს. ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პარტიებმა, თვითრეგულირების რეჟიმში, მოვახდინოთ ამ საკითხების მოწესრიგება. თუმცა, სამწუხაროდ, პარტიები ამ მემორანდუმს არ შემოუერთდნენ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, გენდერული კვოტირების საკითხებს, მეოთხე ტალღის ფარგლებში, „საერთო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელთაც მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ამ ცვლილებებს მიესალმნენ და ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდნენ მხარდაჭერისკენ - ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

„ეს ადამიანები თვითაქტუალიზაციას ცდილობენ, ვინაიდან ჩვენი საზოგადოებისთვის მათ არ აქვთ შესათავაზებელი კონკრეტული დღის წესრიგი, ვინაიდან მათ არ აქვთ საზოგადოებაში ნდობა, აქედან გამომდინარე ისინი ცდილობენ სხვა საკითხების წამოწევას. ჩვენთვის ერთმნიშვნელოვანია და სწორედ, ამიტომ გვქონდა და გვაქვს პოლიტიკური ნება იმ ცვლილებების, რომელიც განვახორციელეთ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც მაქსიმალურად პროპორციულ საარჩევნო მოდელთან დაახლოებულ სისტემას სთავაზობს საზოგადოებას, განვახორციელეთ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, სწორედ ჩვენ მოვაწერეთ ხელი პირველებმა ამ „ქცევის კოდექსს“. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელია სიძულვილის ენა, ჩვენთვის მიუღებელია მუქარა, იძულება, დაშინება. ნებისმიერი ფაქტი, თუკი ეს იქნება შესაბამისი მტკიცებულების დონეზე გაჯერებული და შესაბამისი უწყების კომპეტენციის ფარგლებში, უნდა მოხდეს მასზე რეაგირება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53
„ავკრძალოთ მობილური ტელეფონების შეტანა საარჩევნო ჯიხურში“, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ...
20:09
„ჩვენ ისევ გვიწევს გაუარესებულ სიტუაციაში ცხოვრება. კვლავაც პანდემიის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა ჯან...
19:24
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. როგორც აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინ...
19:22
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენე...
18:36
ინფექცია, 2020 ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გ...
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია სოფელ...
18:22
ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღ...
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური...
სექტემბერში ბერლინში ჩარტერული რეისი შეს...
Georgian Airways 27 სექტემბერს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცი...
ირაკლი ხახუბია მხატვართა საერთაშორისო არ...
„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკ...