მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილი: ამომრჩეველმა სხარტი გონებით ისწავლა ანალიზი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე Pia.ge

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქართველ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, აქტივისტებს, ლიდერებს, ახალგაზრდებს. თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასმელია ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში.

ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას, ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. რაც მთავარია ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს.

დიდი მადლობა თქვენ, თქვენი გამჭრიახი გონებისთვს. გარწმუნებთ, საქართველომ დღეს ღირსეული არჩევანი გააკეთა. გარმწუნებთ, „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია. არ შემცდარა დღეს ქართველი ხალხი და ღირსეულ გუნდს დაუჭირა მხარი.

პირობას გაძლევთ, „ქართული ოცნება“ დარჩება სახალხო პარტიად, დარჩება ხალხის სამსახურში. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ეგიზპოტლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.