მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდი ჩემი სახლია, სადაც ყველა პრობლემა ნაცნობია

 ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

„ზუგდიდი ჩემთვის მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი და პოლიტიკური პლაცდარმი არ არის. არც ადგილია, სადაც ვცდილობ ჩემი პოლიტიკური ამბიციების რეალიზებას. ზუგდიდი საკუთარი სახლია, სადაც ნაცნობია ყველა პრობლემა და კარგად ვიცი რითი ცხოვრობს ეს ქალაქი“, - ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის მიზანია 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთება.

„ვთვლი რომ არის უმნიშვნელოვანესი მიზანი და ამბიცია. ამის მიღწევას თან ახლავს არაერთი რეფორმა, ძალიან ბევრი გადაწყვეტილება და მუხლჩაუხრელი შრომა.

პარალელურად, არსებობს ლოკალური ამოცანებიც, რომელიც ჩვენ აქ გვაქვს ადგილზე, ზუგდიდში და ეს არის: კომფორტული მუნიციპალიტეტი, საცხოვრებელი სახლებით დევნილების უზრუნველყოფა, მეტი აქტივობა სოფლის მეურნეობაში, სახელმწიფო პროგრამების მეტი ხელმისაწვდომობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესაბამისი სტატუსი და რეაბილიტაცია და ა.შ.“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

👉 შეგახსენებთ, რომ საპარალამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 21 ნოემბერს ჩატარდება.