მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირმა ინაშვილი: ენმ და „ქართული ოცნება“ ერთდროულად ზეიმობს, ეს შედეგები შეიცვლება

პატრიოტთა ალიანსი, ირმა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ერთმანეთს აცდენილი ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა.

„ნაციონალური მოძრაობაც“ ისევე ზეიმობს, როგორც „ქართული ოცნება“. ორივე ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში ზეიმობს. ღალატს აქვს ადგილი და მათ შორის შეთანხმებას.

ფსიქოლოგიური ტერორი გამიზნულია იმისკენ, რომ საარჩევნო უბნებზე აბსოლუტური რყევა მოახდინონ. დაუკარგონ რწმენა და იმედი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, წევრებს და ა.შ.“,- აღნიშნა „ობიექტივის“ ეთერში ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ეგზიტპოლის შედეგები შეიცვლება.

„დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ არჩევნებზე ათიათასობით ჩვენი მხარდამჭერი მივიდა“,- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

🚩ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.