მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: 8 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ

თბილისის მერი ოცნებიდან

„შეუძლებელია იყო პოლიტიკაში, გქონდეს ამბიცია, რომ გიყვარს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი რეგიონები, ქალაქები და აქაურობის გალამაზებაზე, კიდევ უფრო განვითარებაზე არ ზრუნავდე. 2012 წელს სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა რეჟიმის ცვლილება და იმ დღიდან, ჩვენი პოლიტიკური გუნდი სწორედ პროგრესზეა ორიენტირებული, რომელიც მხოლოდ ადამიანების უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის, ადამიანზე ზრუნვის კვალდაკვალ შეიძლება იქნეს მიღწეული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„დარწმუნებული ვარ, ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ გრძნობთ და ხედავთ, რომ განვლილი 8 წლის მანძილზე, ჩვენ ქვეყანაში, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. დავიწყოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული პროგრამები, რომლითაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა და ბევრს მიეცა შესაძლებლობა, რომ განევითარებია მცირე და საშუალო ბიზნესი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.