მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ - 55,6%​, „ნაციონალური მოძრაობა“- 19,8%​ - Survation მორიგ კვლევას აქვეყნებს

ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანია Survation-ის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ბრიტანული კომპანია Survation 18 ოქტომბერს მასშტაბურ კვლევას ასაჯაროვებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 9075 რესპონდენტი გამოიკითხა. survation-ის მონაცემებით, კვლევის ცდომილება მინიმალურია და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

🔴 ქართული ოცნება - 55,6%

🔴 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,8%

🔴 ევროპული საქართველო - 5,2%

🔴 გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 5,1%

🔴 პატრიოტთა ალიანსი- 3,8%

🔴 ლელო -3,1%

🔴 ლეიბორისტული პარტია -2,7%

🔴 გირჩი -2,1%

🔴 ერთიანი საქართველო - 1,1%

🔴 თავისუფალი დემოკრატები - 0,2%

🔴 სხვა -1,3%

Survation არის პოლინგის, ანუ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბრიტანული კომპანია, რომელიც ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის პოლინგის კონკურენტულ ბაზარზე.

Survation-ს გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში:

⭕ გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგების ყველაზე ზუსტი პროგნოზი

⭕ აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პროგნოზი იტალიის 2014 წლის არჩევნებზე

⭕ ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები

⭕ გააკეთა 2019 ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი პროგნოზი.

⭕ კომპანია თანამშრომლობს წამყვან მედია ბრენდებთან, როგორიც არის BBC და Guardian, არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი.