მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლელომ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა

ლელო-საქართველოსთვის პრემიერობის კანდიდატი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იქნება.

მამუკა ხაზარაძე პარტიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე დაასახელა.

„ჩვენ წარმოვადგენთ არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას და ახალ ენერგიას. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს მამუკა ხაზარაძეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა კანდიდატის დასახელებისას.

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ საზოგადოებას ასევე „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერები წარუდგინა.