მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პრემიერი ისევ გიორგი გახარია იქნება, რომელმაც კრიზისის პირობებში გამოავლინა კარგი კრიზის-მენეჯერის თვისებები

ექსპერტი ეკონომიკის დარგში

„ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა საარჩევნო პროპორციული სიის პირველი ოცეული და დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პრემიერი ისევ გიორგი გახარია იქნება, რომელმაც კრიზისის პირობებში გამოავლინა კარგი კრიზის-მენეჯერის თვისებები. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ქვეყანას ეყოლება სტაბილური მთავრობა არჩევნების შემდეგ, რაც ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს”,- ამის შესახებ ექპსერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა.

მჭედლიშვილის თქმით, საინტერესოა როგორი იქნება შემდეგი სია:

„პირველ ოცეულში არიან ძველი სახეებიც და დეპუტატობის ახალი კანდიდატებიც, ის ხალხი, ვინც თავ-თავიანთ სფეროში წარმატებებს მიაღწია. საინტერესოა, როგორი იქნება მეორე ოცეული, მესამე ოცეული და მეოთხე ოცეულიც კი, იქიდან გამომდინარე, რომ მეოთხე ოცეულის გაყვანის რეალური შანსები აქვს „ოცნებას", ჩემი აზრით. ამას დაემატებიან მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულებიც. ასე, რომ საინტერესოა დარჩენილი სია როგორი იქნება”,- წერს ნიკოლოზ მჭედლშვილი.

ცნობისთვის, 10 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა.