მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატრიოტთა ალიანსი“ შაბათს აქციას აანონსებს

პატრიოტთა ალიანსი

„პატრიოტთა ალიანსი“ შაბათს, 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას აანონსებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია საღამოს 17:00 საათზე დაიწყება.

„ვიკრიბებით 7 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე თავისუფლების მოედანზე. არჩევნები გაყალბდა. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. #პატრიოტებისდროა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

🔴 ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

🔴 არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.