არჩევნები 2020

პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

სალომე ზურაბიშვილი
1598874213
დაკოპირებულია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დანიშნა.

არჩევნების დანიშვნის შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა და საზოგადოებას მიმართა:

"დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს.

საპარალამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვაქვს არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად.

დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ Covid-19-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას. ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შეუძლია მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია და თავისი მაღალი საზოგადოებრივი შეგნებით დაანახოს, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ვართ; სწორედ ასევე, უნდა ჩავატაროთ არჩევნები.

ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ.

30 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველომ ჩაატარა უკვე მაშინაც დემოკრატიული არჩევნები.
ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე როგორც უკიდურესად დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ეს შეგვიძლია!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

1611649294

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი თანაგუნდელის იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელის თანახმადაც მას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დაემუქრა

1611649168

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

1611649097

„თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს მას შემდგომ, რაც გავაკეთეთ მიზნობრივი შეზღუდვები, დადებითობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო მოდის ქვემოთ“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

1611649069
აფეთქება აზერბაიჯანში

ბაქოს შემოგარენში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებ...

ბაქოს შემოგარენში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა ნანგრევებში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

1611644934
426 თბილისი, 23 აჭარა - კორონავირუსის გა...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

პუტინი მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს და გერმ...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას დაავალა მოამზადოს კანონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს და გერმანიის როლების გათანაბრებას აკრძალავს. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.

1611644670
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამ...

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში  3 096 პირი ემსხვერპლა.