მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რეგიონების 22 მაჟორიტარული ოლქიდან 5-ში მეორე ტურია მოსალოდნელი

საარჩევნო ყუთი

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რეგიონების 22 მაჟორიტარული ოლქიდან 5-ში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.

ამ დრომდე ცესკოს გამოქვეყნებული არ აქვს ზუგდიდის მონაცემები.

წინასწარი შედეგების მიხედვით, რეგიონებში მეორე ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

რეგიონებში ამ დროისთვის არსებული შედეგები ასეთია:

⭕N10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი

ირაკლი ქადაგიშვილი - 46.44%

გიორგი ბოტკოველი - 40.69%

⭕ N12 რუსთავის მაჟორიტარული ოლქი

ნინო ლაცაბიძე - 49.03%

დავით კირკიტაძე - 30.13%

⭕N16 ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარული ოლქი

ზაალ დუგლაძე - 48.32%

ნატო ჩხეიძე - 31.05%

⭕N23 ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი

ზაზა ლომინაძე - 39.93%

გრიგოლ ვაშაძე - 36.5%

⭕N28 ბათუმის მაჟორიტარული ოლქი

რესან კონცელიძე - 41.01%

ლევან ვარშალომიძე - 35.94%

👉ინფორმაციისთვის, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

👉პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.