მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

როგორც მან საკუთარი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა, ამომრჩეველთა აქტივობა ხელისუფლების ცვლილების შანსზე მიუთითებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრები იყოს მაქსიმალურად ნაკლები მათთვის და სასარგებლო ჩვენთვის. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, უნდა გადავიბაროთ ქვეყანა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

👉 შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები მიმდინარეობს.

👉 დღეს ასევე იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტებში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე.