მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ჟვანია: გაყალბებაზე ბრალდებები აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასებაა

თამარ ჟვანიას კომენტარები

„გაყალბებაზე ბრალდებები აბსოლუტური აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასებაა“ , - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს, პირველ ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საარჩევნო ოქმების გაყალბების შესახებ ბრალდებებს ჟვანია „არასერიოზულს“ უწოდებს.

„ეს ოქმები საარჩევნო უბანზე გაიცემა ყველა იქ მყოფ უფლებამოსილ პირზე. თითოეულ მათგანს აქვს უბნიდან წაღებული შემაჯამებელი ოქმი. მათ აბსოლუტურად ზუსტად შეუძლიათ აიღონ და მათ ხელთ არსებული ოქმები ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულს შეადარონ. ის, რომ ვიღაცა რაღაცას ცვლის, არის აბსოლუტური აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასება, რომელიც დიდი ხანია, განვითარებულ საქართველოს თავისი ისტორიიდან აქვს წაშლილი. ცენტრალური საარჩევნო კომისია ემსახურება ხალხს და არ მოემსახურება არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს“, - გამაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, წინა არჩევნებზე, ზუსტად იგივე პოლიტიკური სუბიექტები სდებდნენ ბრალს არჩევნების შედეგების შეცვლაში, მაგრამ მათივე დათვლილი ერთი-ერთში დაემთხვა.

აგრეთვე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ სპეციალურ, ე.წ კოვიდ უბნებზე ამომრჩევლების ნაწილს ხმის მიცემის შესაძლებლობა მხოლოდ პროპორციული სიისთვის ჰქონდა და მაჟორიტარისთვის არა, სწორედ ამიტომ არ ემთხვევა ერთმანეთს ამა თუ იმ ოქმში მაჟორიტარების და პარტიების ხმის მიცემის რაოდენობა და არა იმიტომ, რომ ის გაყალბებულია.

🔴 ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.