მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო

უბანი საზღვარგარეთ

უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ უბნებზე გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ მოიპოვა.

შესაბამისი ოქმები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინაში შექმნილი 3 უბნიდან:

⭕ N46 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 183, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“- 49 ხმა მიიღო.

⭕ N47 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ 4, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 1 ხმა აქვს მირებული.

⭕ N48 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 105, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“- 4 ხმა მიიღო.

👉 ინფორმაციისთვის, საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯამში 52 უბანი იყო გახსნილი.

👉 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

👉პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.