მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ უდუმაშვილი: იმდენად ბევრ ადამიანს ველოდებით აქციაზე, რომ ვერ ვითვლით

უდუმაშვილი შეკრებაზე საუბრობს

დღეს, 8 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აგრეთვე 2020 წლის არჩევნები შეაფასა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან 2 ადგილმდებარეობაზე. ეს იქნება რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის გამზირი.

„ნამდვილად ვერ გეტყვით რამდენი ადამიანი იქნება დღეს აქ. იმდენად ბევრ ადამიანს ველოდებით, რომ არ ვიცი ეს რამდენი იქნება“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ადამიანები აქციაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოდიან.

„მირეკავენ და მეუბნებიან, ზალიკო ყელში ამოვიდა ყველაფერი და მოვდივართ“, - დასძინა ზაალ უდუმაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში.

მისი თქმით, პარტიების მთავარი სათქმელი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ შეარჩენენ ქართველი ამომრჩევლის ხმების მოპარვას.

ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს 15:00 საათზე პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას გამართავს.

📌 ინფორმაციისთვის, არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.