მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაურ დარგალი მარნეულსა და გარდაბანში საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ზაურ დარგალის შეხვედრა პედაგოგებთან

მარნეულსა და გარდაბანის ოლქებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი, თემატურ შეხვედრების ფარგლებში, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზაურ დარგალმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია სკოლის პედაგოგებთან და საბავშვო ბაღის წარმომადგენლებთან გამართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა დიალოგის რეჟიმში ის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები მიმოიხილა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგანმანათლებლო სფეროს განვითარების მიზნით დაინერგა და მოცემული ეტაპისთვის მიმდინარებს.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მარნეულში 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 3-ის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. მომდევნო წლებში, ასევე დაგეგმილია 7 საბავშვო ბაღის მშენებლობა და არსებული ბაღების კაპიტალური რეაბილიტაცია.