მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ქადაგიძე „გორბის“ კვლევაზე: ხელისუფლების მხარდაჭერა რვაწლიანი ციკლის თავზე იზრდება, ხოლო ოპოზიციის ელექტორატი კვლევიდან-კვლევამდე მცირდება

ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი

ახალგაზრული ცენტრის დამფუძნებელი ზურაბ ქადაგიძე „გორბის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

ქადაგიძის თქმით, არჩევნებამდე თვენახევარია დარჩენილი და ეს შედეგი დიდად არ შეიცვლება:

„საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა კომპანია „გორბიმ". საინტერესოა და თან ამავდროულად უპრეცედენტო იმდენად, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა რვაწლიანი ციკლის თავზე იზრდება, ხოლო ოპოზიციის ელექტორატი კვლევიდან-კვლევამდე მცირდება... რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირებიც არ უნდა ვეძებოთ ამ ფაქტში, რეალობა ერთია - არჩევნებამდე თვენახევარია დარჩენილი და ეს შედეგი დიდად არ შეიცვლება. რამ განაპირობა ეს რეალობა?

1) ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ, რაც გამოიხატება მთავრობისა და მოსახლეობის საერთო ინტერესებში.

2) ნაც-ოპოზიციის გამარგინალებამ, რაც გამოიხატება მოსახლეობასთან ინტერესთა კონფლიქტით.
რამ შეიძლება შეცვალოს ეს რეალობა ოპოზიციისთვის?

1) სწორმა პარტიულმა პროგრამებმა, რომელიც აგებული იქნება პოლიტიკურ-იდეოლოგიურ შინაარსზე, რაც მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი იქნება და არა პოპოლისტურ-უტოპიური სლოგანები, სადაც: მევახშეები საკუთრების უფლებაზე საუბრობენ, რუსეთუმეები ნატოს დროშას აფრიალებენ, ათეისტები ღმერთს ქადაგებენ, მოძალადეები ჰუმანისტობენ, პრინციპულები სპეკულანტობენ და ა.შ

2) არჩევნების გადადებამ.
P.S. ისე ნაც-ოპოზიცია რომ თვენახევარში არაფრის დამწერია ყველამ იცის, ამიტომ ისევ არჩევნების გადადებას მიაწექით“, - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.