მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

27 წლის ექთნის ახლობლები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

ექთნის ახლობლები გამოზიებას ითხოვენ

ახალციხელი ექთანი 27 წლის მეგი ბაქრაძე კოვიდვაქცინაციის გართულებული გვერდითი ეფექტის შემდეგ, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მისი ახლობლები მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.

ისინი აცხადებენ, რომ მეგი ბაქრაძეს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია.

ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ გარდაცვალების მიზეზი უყურადღებობა გამხდარიყო.

ადგილზე მისულია იურისტი, რომელიც, სავარაუდოდ, ოჯახის ინტერესებს დაიცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილ ექთანს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

ნფორმაციისთვის, ახალციხელი ექთანი 27 წლის მეგი ბაქრაძე კოვიდვაქცინაციის გართულებული გვერდითი ეფექტის შემდეგ, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მედდა, რომელიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მედდა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 12:15 წუთზე აიცრა. 27 წლის ქალი, ანამნეზზე დაყრდნობით, გრიპის საწინააღმდეგო აცრას რეგულარულად იტარებდა და არ აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები.

იხილეთ აგრეთვე:

✔️კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

✔️ახალციხის კლინიკაში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შევიდა