მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატი: ლევან თოფაძეს არ დაუნახავს ჰქონდა თუ არა დანა ბუსა ჟვანიას

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის უფლებადამცველი გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუნახავს ჰქონდა თუ არა ექს პრემიერის ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას დანა ან რაიმე სხვა ნივთი.

ადვოკატი ამბობს, რომ ჟვანია-თოფაძის დაპირისპირებას წინ უძღოდა მათ შორის გამართული სატელეფონო საუბარი.

„უშუალოდ დანა ან სხვა მსგავსი საგანი მას პირადად არ დაუნახავს. ბუსა ჟვანიასთან, როგორც თვითონ განმარტა, მხოლოდ ნაცნობობა ჰქონდა, გამარჯობით იცნობდა, დაპირისპირება მოხდა სატელეფონო საუბრის შედეგად“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს ლევან თოფაძე სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისსავე საცხოვრებელ სახლში გამოკითხეს.

ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ანთაძის დაჭრის ფაქტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი ბესარიან (ბუსა) ჟვანია დააკავეს. ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მომხდარზე გამოძიება 19,108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.