მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში სასტუმროდან გადავარდნილი მინა ქალს დაეცა

ახალციხეში სასტუმროდან მინა გადმოვარდა

ახალციხეში სასტუმროს მესამე სართულიდან მინა გადავარდა, რომელიც გამვლელ ახალგაზრდა ქალს დაეცა.

ახალგაზრდა ქალმა ხელზე დაზიანებები მიიღო. დაზარალებულს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, ჭრილობა ქირურგმა უნდა დაამუშავოს. მედიკოსები ამბობენ, რომ ხელზე რამდენიმე ნაკერის დადება გახდება საჭირო.

შსს-ს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე ყვითელი ლენტი შემოავლეს და მინის გადმოვარდნის საფრთხის გამო, მოქალაქეებს გადაადგილებას უკრძალავენ. გამოძიება სსკ-ის 124 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.