მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახმეტაში შუახნის მამაკაცი იარაღიდან გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა

იარაღიდან გასროლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში შუახნის მამაკაცი თოფიდან გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა, უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა იარაღი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთში ფრინველებზე სანადიროდ გაიტანა.

მათივე თქმით, იარაღი მწყობრიდან იყო გამოსული და გასროლის დროს ტყვია უკან დაბრუნდა, რის შედეგადაც, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევას ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.