სამართალი

აშშ-ს კომპეტენტურმა უწყებებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს

აშშ-ს კომპეტენტურმა უწყებებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს
13:51 16.10
დაკოპირებულია

აშშ-ს კომპეტენტურმა უწყებებმა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს წარმატებული თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. აშშ-ის სამხრეთ კალიფორნიის რაიონის პროკურატურა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ისნის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის მიერ გაწეულ დახმარებას. აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, სამართალდამცველებმა 2020 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კანადის მოქალაქე მ.პ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თქმით, მ.პ. აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებული თაღლითობის ბრალდებისთვის, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იძებნებოდა. მ.პ.-ს დაკავების ბრძანება აშშ-ს სამხრეთ კალიფორნიის საოლქო სასამართლოს მიერ არის გამოცემული.

„მ.პ.-ს და მისი თანამონაწილის უკანონო ქმედებების შედეგად, რაც გამოიხატა მათ ქვემდებარეობაში მყოფი კომპანიის მიერ შეუსაბამო ხარისხის სამშენებლო მასალის გამოყენებაში და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაყალბებაში, აფრიკის რეგიონში არსებული აშშ-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი უხარისხობის გამო დაინგრა.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მ.პ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და ამჟამად, მისი აშშ-ში ექსტრადიციის საკითხი განიხილება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია „ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი...
15 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 603-მა ადამიანმა შეძლო. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლი...
20 წუთის წინ
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მი...
22 წუთის წინ
„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერ...
39 წუთის წინ
ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში ზელენსკის პარტია უკრაინაში ჩატარებულ ადგილობრ...
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნ...
50 წუთის წინ
თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგ...
გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 26 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექ...
26 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფ...
00:41
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ა...
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ი...