მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: FBI-ის ჩართვა სასტიკად არ უნდათ

თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის კომპიუტერის შესახებ საუბრობს

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედას თეონა თამაზაშვილს აინტერესებს, რატომ კეთდება სხვადასხვა ტიპის განცხადებები შინაგან საქმეთა სამინისტროდან და გენერალური პროკურატურისგან.

თამაზაშვილი ამბობს, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობის შესახებ გენერალური პროკურორისგან გარანტია მიიღო.

გარდაცვლილი პროგრამისტის დედა აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიჯერებს ექსპერტიზის დასკვნას, თუკი FBI-ს წარმომადგენლები დაუდასტურებენ, რომ მისმა შვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

„ირაკლი შოთაძისგან იმის გარანტია მივიღეთ, რომ საქმეში ჩაერთვება ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიურო. აუცილებლად მოვითხოვ ბატონ ირაკლი შოთაძესთან ამ საკითხთთან დაკავშირებით შეხვედრას და პასუხს მისგან, თუ რატომ კეთდება სხვადასხვა ტიპის განცხადებები ორი უწყებისგან. FBI-ს წარმომადგენლები თუკი ჩამოვლენ და დამიდებენ დასკვნას, რომ ჩემმა შვილმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე, იმ შემთხვევაში დავიჯერებ. აქ ამათი დადებული ექსპერტიზის პასუხი ჩემთვის მიუღებელია. სასტიკად არ უნდათ FBI-ს ჩართულობა, ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ მაგათი ხელი ურევია“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, თუ საჭირო გახდა, გამოძიებაში ფედერალური ბიურო ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება.