მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: წერილს ვერ ვეძახი, ფერად ფურცელზეა საუბარი

ადვოკატი, უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი.

წერილს ვერ ვეძახი, ფერად ფურცელზეა საუბარი“, - ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა გარდაცვლილი გოგოს კუთვნილი ავტომობილიდან წერილის ამოღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ ეს არ არის კონკრეტული წერილი. რამიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ფერად ფურცელზეა საუბარი.

„ეს არ არის წერილი. წერილი შინაარსობრივად არის შემდეგი, როდესაც წერილს წერ იქ უნდა იყოს ადრესატი. უნდა იყოს შინაარსი რატომ წერ და ა.შ. იქ არ არის მითითებული, ვინ უნდა გამოიყენოს, რომელი ანაბრიდან უნდა გამოიყენოს, რა თანხები უნდა გამოიყენოს, არც ადრესატია მითითებული, არც ანაბრის ნომერია მითითებული, არც დროა მითითებული, როდის არის დაწერილი, როდის უნდა გამოიყენოს, წერილს ვერ ვეძახი, ფერად ფურცელზეა საუბარი. დასადგენია საერთოდ არის თუ არა თამარის მიერ დაწერილი“, - აღნიშნა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მას თვითმკვლელობის ვერსია აეჭვებს.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.