მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოდბეში ბეზინგასამართ სადგურთან ახალშობილი იპოვეს

არ გადაკვეთო 4

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში თანასოფლელებმა მიტოვებული ახალშობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

მოქალაქეებმა გამოიძახეს სამართალდაცავები და მამრობითი სქესის ბავშვი ჯერ წნორის “არქიმედეს” კლინიკაში, შემდეგ კი ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის შეფასებით, ჩვილს დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.