მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბრალდებულები წინასწარ შეთანხმებულები არიან, თუ რა ჩვენება უნდა მისცენ სასამართლოს“ - პროკურორი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე

ფეხბურთელის საქმის პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდებულები ადრეც, და ახლაც შეთანხმებულები არიან, თუ რა ჩვენება უნდა მისცენ სასამართლოს.

„ვასილ მახარაძე არის ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც, თუ იტყვის სიმართლეს, ეს სიმართლე იქნება მისი საწინააღმდეგო და მამხილებელი ინფორმაცია ისევე, როგორც დანარჩენი ბრალდებულების.“ - განაცხადა პროკურორმა.

ყაზარაშვილის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ ვასილ მახარაძე ყველანაირად შეეცდება დაიცვას დანარჩენი ბრალდებულები და მათი ერთიანი პოზიცია.

ინფორმაციისთვის,

მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

ბრალდებულთა უფლებადამცველი ბექა ნემსიწვერიძის თქმით, სავარაუდოდ, დაიკითხებიან ტოიოტა პრიუსის მძღოლი ვახტანგ მახარაძე და ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი.

ასევე, პროცესის მიმდინარეობისას გამოიკვლევენ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან. რაც შეეხება ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.