მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბუსა ჟვანია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

პატრულის მანქანა, ივნისი 2020 წ.

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცელობის საქმეზე ბრალდებული ბუსა ჟვანია სამართალდამცველებმა კლინიკიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. იგი ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

მომხდარზე გამოძიება 19,108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.