სამართალი

„ჩემი შვილი აწამეს და ისე მოკლეს“ - ბაჩალიაშვილის დედა კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვს

თეონა თამაზაშვილი, ბაჩალიაშვილის დედა
12:27 სამ. 4 აგვისტო
დაკოპირებულია

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ახლობლები აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ. გარდაცვლილი გოგოს დედა, თეონა თამაზაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვს.

„მინდა, უშუალოდ კელი დეგნანთან შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ დედაა და მასაც ჰყავს შვილები. გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი ტკივილი. ჩემი შვილი აწამეს და ისე მოკლეს. ვერ მივაღწიე სამართალს. ჩემი უმანკო კრავი ყველანაირ ლაფში ამოსვარეს, სიკვდილი არ აკმარეს და ათასნაირ ცილს სწამებენ“,- აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შვილის გარდაცვალებას თამარის სამსახურს უკავშირებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოითხოვს, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი ამერიკის ფედერალური ბიუროს თანდასწრებით გაიხსნას. თამარ ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გადაიბარა.

პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

მთავრობა კორონავირუსის გამო ახალ შეზღუდვ...

როგორც 25 ნოემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინი...
შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კა...
57 წუთის წინ
მათივე ცნობით, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდ...
57 წუთის წინ
„ჩემთვის დიდი პატივია გენერალ მაიკლ ფლინის სრული შეწყალების შესახებ განვაცხადო. მას და მის ოჯახს ვულ...
10:23
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა....
09:17
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

ზურაბ გურული სამთავრობო სხდომებში მონაწილეობი...

როგორც ექიმი აღნიშნავს, მისი პოზიცია ჯანდაცვის სისტემისა და მთავრობის მოქმედებების კრიტიკის შესახებ...
23:27 ოთხ. 25 ნოემბერი
ნინო კალანდაძე: პროკურატურაში გამოკითხვა...
„ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადი...
23:19 ოთხ. 25 ნოემბერი
ზაზა წერეთელი: ბიზნეს სექტორი გაგებით უნ...
მისი თქმით, შეზღუდვები, რომელზეც საქართველოს მთავრობა ბიზნესისა და ჯანდაცვის სფე...
23:10 ოთხ. 25 ნოემბერი
მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში...
25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარ...