მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს სასამართლო ბიზნესმენ დავით კოდუას საქმეზე იმსჯელებს

დავით კოდუა

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბიზნესმენ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

პროკურატურა კოდუას წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ბიზნესმენი თავს უდანაშაულოდ ცნობს. კოდუას ბრალი 13 აპრილს ოფიციალურად წარუდგინეს.

ინფორმაციისთვის, კოდუას მეუღლესა და შვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.