მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის დედას გამოკითხავენ

სამძებრო სამუშაობი გრძელდება

დღეს, 16 სექტემბერს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე გარდაცვლილი ფეხბურთელის დედას გამოკითხავენ.

6 არასრულწლოვნის საქმეზე თამარ შაქარაშვილი მოწმის სტატუსით იქნება გამოკითხული.

არსებული ინფორმაციით ადვოკატები სადაოს არ ხდიდნენ შვილმკვდარი დედის ჩვენებას, მაგრამ მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა, რომ ის სასამართლოში ჩვენების მისაცემად მისულიყო.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სახებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.