მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გურგულია: ცხოვრებაში ქალს ხელით არ შევხებივარ

მსახიობი გიორგი გურგულია

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი გიორგი გურგულია 4 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პროკურატურა მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, რაც საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო პროცესი 30 სექტემბერს ჩაინიშნა.

მსახიობი გიორგი გურგულია უარყოფს, რომ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას ედავება გამოძიება, მსახიობი პასუხობს: „ცოლის შეგინებას“.

„ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი გამოვართვი და მაგაზე მიჩივლა. ეგ იყო მიზეზი. გამწარებულზე რაღაც სისულელე დაწერა, რასაც ნანობს. ცხოვრებაში არ შევხებივარ ქალს ხელით, კინოშიც არ შევხებივარ.

იქ იყვნენ ჩემი მეზობლები და მეგობარი, კონფლიქტი არ მომხდარა“,- აღნიშნა გიორგი გურგულიამ.

მსახიობი ირწმუნება, რომ მისმა ცოლმა პოზიცია შეიცვალა.

„ამბობს, არ მინდოდა ჩემი ქმარი დაეჭირათო. მინდოდა, რომ გამემწარებინაო“,- აცხადებს გიორგი გურგულია.