მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

სამოქალაქო აქტივისტი

„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებულ გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მუმლაძე თანხის გადახდამდე საპატიმროში დარჩება. როგორც ცნობილია, გირაოს თანხას სამოქალაქო აქტივისტები შეუგროვებენ.

გიორგი მუმლაძეს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ედება ბრალად. ის „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციაზე, 14 აპრილს დააკავეს.

აქტივისტები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ქართული ოცნების“ ოფისთან, პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისათვის ერთი პირი დააკავეს