მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში საქმეზე, მსჯავრდებული არასრულწლოვნების მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა დღეს გაიმართება

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი არასრულწლოვნის - ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელის ზომას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასამართლო დღეს გამოაცხადებს.

ერთ-ერთ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაურის თქმით, გამამტყუნებელი განაჩენი უსამართლოა.

ის აღნიშნავს, რომ ,,არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს.“

ადვოკატი აცხადებს რომ, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს.

„ამ პროცესზე არის სასჯელის განსაზღვრა. ბატონმა სტურუამ არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო, მან უდანაშაულო ადამიანსა და მის კარიერას შორის არჩევანი გააკეთა.

სტურუამ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის გზა ხსნილი აქვს.

მან მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ამ განაჩენს ზედა ინსტანციებში აუცილებლად გავასაჩივრებთ და სამომავლოდ სტრასბურგის სასამართლო ამ გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს, რომ ის უკანონო და დაუსაბუთებელია.

ჩვენი ერთადერთი მოლოდინია, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრა დროულად გამოაცხადოს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ. ეს იქნება ცხრა, ათი თუ 11 წელი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, როდესაც უდანაშაულო ადამიანს განზრახ მკვლელობისთვის უსჯი და არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არ გავჩერდებით, ბრძოლას გავაგრძელებთ“ - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი გელხაურის თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, არ ადასტურებს გიორგი შაქარაშვილის არასრულწლოვანთან შემხებლობას.

ინფორმაციისათვის, 9 მარტს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციისთვის, სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ა.გ.-ს, ვ.ჩ.-სა და ნ.რ.-ს სასჯელის სახით 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულ - ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელის ზომას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასამართლო დღეს გამოაცხადებს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო