მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი

ექსპერტიზის ბიუროს შენობა

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. ექსპერტიზის პასუხის მიხედვით გადაწყდება, გადაფრთოვდება თუ არა დაკავებულთა წრე და დაუმძიმდება თუ არა ბრალი რომელიმე დაკავებულს.

ექსპერტიზის პროცესში ოჯახმა ნდობით აღჭურვილი პირი ჩართო.

„გამოძიებასთან ყოველდღიური კონტაქი გვაქვს. თუ რამე კითხვა გავიჩნდება, აუცილებლად გავდივართ ყველა თემას",- აღნიშნა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, ოჯახს ამ მომენტამდე გამოძიებასთან არავითარი პრეტენზია არ აქვს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. მათგან 14-ს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ედება.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს გამოძიებას თვაისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით აწარმოებს.