მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გონივრული მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო ჩვენს მოთხოვნას გაიზიარებს“- მელიას საქმის პროკურორი

მიხეილ სადრაძე: ბრალდების მხარეს ხელთ აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რითაც უმძიმესი დანაშაულის ჩადენა დასტურდება

„ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის არგუმენტირებული, კანონისმიერი და შესაბამისად გონივრული მოლოდინი გვაქვს იმის, რომ სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დააკმაყოფილებს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნას“, - ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონის დანაწესებთან.

„შუამდგომლობა უკვე წარდგენილია სასამართლოში და სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. ამ სხდომაზე შუამდგომლობა განიხილება, სასამართლო მხარეების პოზიციას მოისმენს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის არგუმენტირებული, კანონისმიერი და შესაბამისად გონივრული მოლოდინი გვაქვს იმის, რომ სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დააკმაყოფილებს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნას.

რაც შეეხება არგუმენტაციას, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონის დანაწესებთან, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს არ გადახდა, ასევე გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება იმისა, რომ ის არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნას ფაქტობრივი მოცემულობაა, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი და სამართლებრივად არ არსებობს სხვა ალტერნატივა სისხლის სამართლებრივ სივრცეში გარდა იმისა, რომ გამოყენებული იქნას პატიმრობა, იმისათვის რომ სისხლის სამართლებრივ სივრცეში უზრუნველყოფილი იქნას ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოცხადება და ასევე ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების პროცესს და ჯეროვნად განხორციელდეს.

გადაწყვეტილება არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოზე დამოკიდებული, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის საკმაოდ დასაბუთებული და კანონისმიერი. როდესაც ვსაუბრობთ დასაბუთებულობაზე, ეს პრაქტიკულად საზოგადოების არის ცნობილი, ალტერნატივა კანონის მიხედვით, როდესაც გვაქვს მსგავსი ფაქტობრივი მოცემულობა არის, ის რომ გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე მკაცრი ღონისძიება.

მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ მოთხოვნას ვაყენებთ, რომ შეიცვალოს გირაო პატიმრობით. პროცედურულად სასამართლოს ბუნებრივი აქვს გაიზიაროს ან ერთი მხარის ან მეორე მხარის პოზიცია, ამის შესაბამისად ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე ნებისმიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს შუამდგომლობა.

თუმცა, ეს დამოკიდებულია მხარეების პოზიციაზე. ჩვენი პოზიციაა შეიცვალოს უფრო მკაცრი ღონისძიებით. თუ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მოთხოვნას, აღსრულების მექანიზმთან არის ძალიან მარტივი მოცემულობა, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც დაევალებათ ამ გადაწყვეტილების შესრულება“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 16:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.

საქალაქო სასამართლო მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ორი კი წინააღმდეგი იყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „არცერთ ქართველს არ ჰყავს გავრილოვის დასაჭერი შვილი“- ნიკა მელიას მამა