მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურამ ამირხანაშვილმა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ. ამოიცნო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ახლოდან ორთაჭალაში

გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმემ გურამ ამირხანაშვილმა დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ. ამოიცნო. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ. და მან ასევე განმარტა, რომ ეს პირი მას ნანახი ჰყავს პოლიციაში, როდესაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა და ზ.ხ.-მ მას გადასცა ნამცხვარი, რადგან ის მშიერი იყო. ეს დაფიქისრებულია გამოკითხვის ოქმში, რომელიც ხელმოწერილია. ამირხანაშვილმა ზ.ხ. ასევე ნახა მანქანაში, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ზ.ხ.-სგან ადგილი ჰქონდა რაიმე სახის ძალადობას ან შეურაცხჰყოფას“,- აღნიშნა უფლებადამცველმა.

19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.