მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღეს ბრალი დაუზუსტდებათ

დავით გარეჯის საქმე - კარტოგრაფები - Pia.ge

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.

გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ სადემარკაციო კომისიის წევრების საკითხს პროკურატურა განიხილავს.

ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარ მარიკაშვილი აცხადებს, რომ ამჯერად ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ დაზუსტდება არა კვალიფიკაცია, არამედ ბრალდების ფორმულირება და მისი შინაარსი.

ინფორმაციისთვის, საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დაკავებულ ორივე პირს 8 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.